ვალუტის კონვერტაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და გავრცელებული ოპერაციაა, რაც ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება. საქართველოშიც, ფინანსური ინსტიტუტების მრავალფეროვნება, მომხმარებელს საშუალებას აძლევს ვალუტა ბანკებში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მარტივად და სასურველი კურსით გადაცვალონ.
თუ ხშირად გიწევს თანხის კონვერტაცია ან ფულადი გზავნილების მიღება, მნიშვნელოვანია იცოდე, სად შეგიძლია მიიღო ყველაზე ხელსაყრელი პირობები. ერთ-ერთი ასეთი სანდო პარტნიორი საქართველოში არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC, რომელიც გთავაზობს თანხის კონვერტაციას შემდეგ ვალუტებში: ლარი (GEL), დოლარი (USD), ევრო (EUR), რუსული რუბლი (RUB), თურქული ლირა (TRY) თუ ბრიტანული ფუნტი (GBP).
რატომ უნდა აირჩიო MBC ვალუტის კონვერტაციისთვის?
MBC-ში უკეთესი კურსია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
- ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ფილიალებში. ეს განსაკუთრებით კომფორტულია ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებენ სერვის ცენტრებში ვიზიტს.
- MBC-ის ფილიალები წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას.
- MBC-ში ვალუტის კონვერტაცია არ მოითხოვს დამატებით საკომისიოს, რაც მომხმარებლებისთვის ამ სერვისს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ვალუტის ონლაინ გადაცვლისთვის საჭიროა მხოლოდ პირადი ონლაინ კაბინეტის შექმნა და იდენტიფიკაციის მარტივი პროცედურის გავლა. ამის შემდეგ, სულ რამდენიმე წამში შეძლებ კონვერტაციის დასრულებას.
როგორ გადაცვალო ვალუტა MBC-ში?
ვალუტის კონვერტაცია MBC-ში ძალიან მარტივია. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა დარეგისტრირდე MBC-ის ონლაინ კაბინეტში. რეგისტრაციის შემდეგ შეძლებ სწრაფად და კომფორტულად გააგზავნო კონვერტაციის მოთხოვნა. თანხის გადარიცხვის შემდეგ, შეძენილი ვალუტა უმოკლეს დროში აისახება შენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
უცხოური ვალუტა უეცრად შეიძლება დაგჭირდეთ ნებისმიერი საქმისთვის, იქნება ეს – მოგზაურობა, ონლაინ შოპინგი, ავტომობილის ყიდვა ან ქირაობა და ა.შ. ასეთ დროს, MBC-ის სწრაფი სერვისი საუკეთესო გამოსავალია.
ვინ შეიძლება ისარგებლოს MBC-ის სერვისებით?
MBC-ის ვალუტის კონვერტაციის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ:
- საქართველოს მოქალაქეებს;
- საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ფლობენ ბინადრობის მოწმობას;
- იურიდიულ პირებს, რომელთა წარმომადგენელი არის საქართველოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი, რომელიც ფლობს ბინადრობის მოწმობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიე MBC-ის ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც შეძლებ სერვისების დეტალურად გაცნობასა და ვალუტის კალკულატორის გამოყენებას თანხის დაანგარიშებისთვის. ამასთან, MBC-ის საიტზე შეგიძლია სხვადასხვა ტიპის სესხის აღება მარტივად და სწრაფად.
გახსოვდეს, MBC-ში ვალუტის გადაცვლა ყოველთვის მოსახერხებელი და მომგებიანია.