ახალი ამბები

გვყავს უსიმპტომო პაციენტები, მათი კონტაქტები გამოკვლეულია – ტიკარაძე

5 მაისი, 2020 • 691
გვყავს უსიმპტომო პაციენტები, მათი კონტაქტები გამოკვლეულია – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანებთან კორონავირუსი ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობდა, ასეთი მოქალაქეების კონტაქტები კი გამოკვლეულია. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ჩვენ გვაქვს საქართველოში შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთია რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთებიც, რომლებზე მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს. ისინი სტაციონარში არ წოლილან”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში 5 მაისის 16:40 საათის მონაცემებით ამ დრომდე ახალი კორონავირუსით სულ 604 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 240 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -497.

მასალების გადაბეჭდვის წესი