ახალი ამბები

ტიკარაძე სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ხვდება

5 მაისი, 2020 • 1122
ტიკარაძე სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია სასწრაფო დახმარების ექიმებთან შეხვედრას მართავენ. ტიკარაძის თქმით, შეხვედრაზე მედპერსონალის წარმოამდგენლებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან სამინისტროს წამორმომადგენლებს და განიხილონ ის პრობლემები, რომლებიც კოვიდ ინფექციასთან ბრძოლისას ექმნებათ.

“ბევრი საუბრობს დღეს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაზე და არ შეიძლება მე აქ, თქვენ გვერდზე არ გამოვეხმაურო ამ კომენტარებს და არ აღვნიშნო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც გაქვთ გავლილი არაერთი ტრენინგი, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობთ თითოეული იმ პროტოკოლის შექმნაში და შემდეგ განხორციელებაში ყველა იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ატარებს ამ ტრენინგს თქვენთვის და ჩვენთვის და რომელი პროტოკოლებიც არის სრულიად გაზიარებული და დაყრდნობილი მსოფლიოს პრაქტიკას და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებულ ყველა სტანდარტს. ის, რომ თქვენ იყოთ დაცულები, იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო, ეს არის ჩვენი სამინისტროს და მთავრობის ვალდებულება, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არასდროს არ იქნება საკმარისი ყველა იმ დამსახურების აღსანიშნავად, რომელიც თქვენ დღეს გაგაჩნიათ”, – მიმართა სიტყვით ტიკარაძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს.

2 მაისს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის წილი ინფიცირებულთა საერთოდ რაოდენობაში 12.7 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში 5 მაისის 15:25 საათის მონაცემებით ამ დრომდე ახალი კორონავირუსით სულ 604 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 240 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 497. ახალი კორონავირუსით დაავადებლთა რიცხვში არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებიც, რომელთა რაოდენობა ამ დროისთვის 70-ს სცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი