ახალი ამბები

“COVID-19-ით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა” – ტიკარაძე

4 მაისი, 2020 • 1562
“COVID-19-ით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა” – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის. ეს ფაქტი არის აღსანიშნავი და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებაში, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდ-ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში, 4 მაისის 13:00 საათის მონაცემებით, ამ დრომდე კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი და გარდაიცვალა 9. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5028 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 537 პირია მოთავსებული. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი