ახალი ამბები

1 მაისი: კორონავირუსისგან 23 პაციენტი განიკურნა

1 მაისი, 2020 •
1 მაისი: კორონავირუსისგან 23 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განახლდა.

1 მაისის 17:45 საათის მონაცემებით, საქართველოში ამ დრომდე დაფიქსირდა ახალი ტიპის კორონავირუსის 566 შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი და დაიღუპა 6.

საკარანტინო სივრცეში, ამ დროის მონაცემებით, 5 320 პირია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 ადამიანია. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ კი გადმოყვანილია 3 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი