ახალი ამბები

მოპედით მოძრავ მოქალაქეს თბილისში ავტომანქანა დაეჯახა

30 აპრილი, 2020 • 1437
მოპედით მოძრავ მოქალაქეს თბილისში ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, თემქაზე, გუშინ საღამოს მოპედით მოძრავ მოქალაქეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ცნობით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შსს-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცერბულია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

განახლება: 30 აპრილი, 15:20. – მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, მოპედის მძღოლი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 

მოპედის მძღოლი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი