ახალი ამბები

მოპედის მძღოლი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპა

30 აპრილი, 2020 • 1512
მოპედის მძღოლი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპა

გუშინ საღამოს თბილისში, თემქაზე მოძრავ მოპედს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი საავადამყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ, სადაც ახალგაზრდა კაცი ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. სამინისტროს ცნობით, მიმდარეობს ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს ავარიის მიზეზები და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია

შსს-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცერბულია და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილი “გლოვოს” კურიერი იყო, თუმცა ნეტგაზეთმა ამის გადამოწმება ამ დრომდე ვერ შეძლო. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა, “გლოვო” კი კლიენტთა მომსახურებას 19 საათზე ასრულებს საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებელი რეგულაციების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი