ახალი ამბები

როგორ დაეხმარება მთავრობა მეწარმეებს – ანტიკრიზისული გეგმა

24 აპრილი, 2020 • 1449
როგორ დაეხმარება მთავრობა მეწარმეებს – ანტიკრიზისული გეგმა

საქართველოს მთავრობის ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმით, კომერციულ ბანკებს 600 მლნ ლარის ფულადი რესურსი მიეწოდებათ.

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ეს ბანკებისთვის გრძელვადიანი, შედარებით იაფი ლარის რესურსი იქნება, რათა მათ  ეკონომიკის დაკრედიტება შეძლონ. ამასთან, გახარია ამბობს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 500 მლნ ლარი გამოიყოფა, რომლითაც მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემის შექმნას აპირებს, რაზეც ამ თანხიდან 300 მლნ ლარს დახარჯავს.

“ეს მეწარმეების დასახმარებლად ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი მცირე და საშუალო მეწარმეები იქნებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტით შევძლებთ 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გაცემას. ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო იქნება გარანტორი გაცემული სესხის 90%-ზე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც გარკვეული ბიზნესი დაწყებული აქვთ და ამ კრიზისულ პერიოდში გაბედავენ და ახალი ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტენ. ხოლო იმ კომპანიებს, რომელთაც ძველი სესხები აქვთ, სახელმწიფო რესტრუქტურიზაციაზე 30%-ის გარანტიაზე შეეხიდება”,-აცხადებს გახარია.

მთავრობას ასევე ცვლილებები შეაქვს ეკონომიკის სამინისტროს პროგრამაში “აწარმოე საქართველოში”. ანტიკრიზისული გეგმით სესხის თანადაფინანსების პერიოდი 24 თვიდან 36 თვემდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი