ახალი ამბები

ზოგი სეგმენტისთვის – ერთჯერადი, ზოგისთვის გრძელვადიანი დახმარება იქნება – მეზვრიშვილი

22 აპრილი, 2020 • 1477
ზოგი სეგმენტისთვის – ერთჯერადი, ზოგისთვის გრძელვადიანი დახმარება იქნება – მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება იმ სოციალური ჯგუფებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

მეზვრიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სახის დახმარებას მიიღებენ ასეთი ადამიანები, თუმცა თქვა, რომ გარკვეული დიფერენცირება მოხდება.

“გააჩნია სეგმენტს. ზოგიერთი სეგმენტისთვის ეს იქნება ერთჯერადი დახმარება, ზოგიერთი სეგმენტისთვის-ცოტა უფრო გრძლევადიანი”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა 24 აპრილს დააანონსა. პრემიერის პრესპიკერ ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გეგმა ორ ნაწილს მოიცავს და ითვალისწინებს როგორც მოსახლეობის, ასევე, ბიზნესის დახმარებას. ჩიქოვანის განმარტებითვე, 24 აპრილს ხელისუფლება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შესახებ განაცხადებს, მათ შორის ეკონომიკის ნაწილში.

24 აპრილს მთავრობა “ეკონომიკის გახსნის” გეგმას წარადგენს

მასალების გადაბეჭდვის წესი