ახალი ამბები

24 აპრილს მთავრობა “ეკონომიკის გახსნის” გეგმას წარადგენს

21 აპრილი, 2020 • 1613
24 აპრილს მთავრობა “ეკონომიკის გახსნის” გეგმას წარადგენს

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამ დღეში საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.

მისივე თქმით, გეგმა ორ ნაწილს მოიცავს და ითვალისწინებს როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესის დახმარებას. ჩიქოვანის განმარტებითვე, 24 აპრილს ხელისუფლება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შესახებ განაცხადებს, მათ შორის ეკონომიკის ნაწილში. საუბარია ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების თაობაზე, რადგან ამ დროისთვის მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ რამდენიმე ათეულ კომპანიას აქვს საქმიანობის უფლება.

“მინდა გითხარათ, რომ 24 აპრილს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს. პირველია მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევს იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქებისა და, შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა”,-აცხადებს ჩიქოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი