გამოცემების ინფორმაციით, განცხადება დღეს უნდა გაკეთებულიყო, თუმცა NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ღონისძიებათა კალენდარში არაფერია აღნიშნული, ისევე როგორც მისიის ოფიციალურ გვერდზე. ასევე, მისიის ხელმძღვანელი დოქტორი ალან სტერნი, რომლის სიტყვებზე დაყრდნობითაც ქვეყნდებოდა ინფორმაცია, გავრცელებულ ჭორებს ტვიტერის მეშვეობით უარყობს.
There is a false rumor going around that there will be a BIG New Horizons science announcement tomorrow. Completely false.
— NewHorizons2015 (@NewHorizons2015) October 7, 2015
გასულ კვირაში ნასამ გაავრცელა ფოტოები პლუტონის ზედაპირის, რომელზეც ასახულია მთების, კრატერებისა და გამოქვაბულების პეიზაჟები. სტერნმა თქვა: “ეს სამყარო ცოცხალია”. სწორედ ეს ფრაზა გახდა ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.