ახალი ამბები

გვყავს პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს – იმნაძე

21 აპრილი, 2020 •
გვყავს პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში არის პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ამის შესხაებ იმნაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენთან უკვე არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს, ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ის ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი”, – განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში 21 აპრილის 23:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 408 დადებითი შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 4. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5 015 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი -573. ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი