როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, შს მინისტრის თქმით, 2014 წელს ორგანიზებული დანაშაულის დიდი ნაწილი უცხოელების მიერაა ჩადენილი. უცხოელ დამნაშავეებს შორის კი მკვეთრად გაზრდილია რუმინელების (216%–ით) და ქართველების (203%–ით) წილი.
შს მინისტრის თქმით, გასულ წელს გერმანიაში 300 ქართველის მიმართ წარმოებდა გამოძიება. “ქართულ ფენომენს” გერმანიის კრიმინალურ სტატისტიკაში მინისტრი იმ ფაქტით ხსნის, რომ ბოლო წლებში მკვეთრად, 6–ჯერ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც გერმანიას მიმართავენ პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით.
მინისტრის თქმით, ნულის ტოლია პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი, თუმცა იმ რამდენიმე თვეს, რაც მათი განაცხადების განხილვის პროცედურას ჭირდება ქვეყანაში, კრიმინალური დაჯგუფებები იყენებენ ისეთი დანაშაულების ჩადენისთვის გერმანიაში, როგორიცაა ბინების ძარცვა და მაღაზიებში ქურდობა.