შოიგუს განცხადებით, ავიაციის გარდა, დღეს დილიდან სამხედრო ოპერაციაში კასპიის ზღვის ფლოტი მონაწილეობს.
“ისლამური სახელმწიფოს მეომრების გასანეიტრალებლად, ავიაციის გარდა, დღეს დილით კასპიის ზღვის ფლოტის 4-მა სარაკეტო ხომალდმა 26 რაკეტა გაუშვა 11 სამიზნისაკენ”, – განაცხადა შოიგუმ.
მან ასევე დაამატა, რომ ობიექტური კონტროლის მონაცემებით, ყველა სამიზნე განადგურებულია, ამის შედეგად კი არც ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა.
რუსეთმა სირიაში საჰაერო სამხედრო მოქმედებები ერთი კვირის წინ, 30 სექტემბერს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის თხოვნით დაიწყო. კრემლი აცხადებს, რომ სამიზნე ისლამური სახელმწიფოა, თუმცა დასავლეთის ცნობით, რუსეთის სირიაში ძირითადად ბაშარ ალ ასადის ოპოზიციურ დანაყოფებს ბომბავს.