მელიას თქმით, დღეს თბილისის მერია მოქალაქეებისთვის ასოცირდებს გადათხრილ ქუჩებთან, შეჩერებულ პროექტებთან და კორუფციასთან.
“ვერც ერთმა მოქალაქემ 15 თვის განმავლობაში ვერ იგრძნო ამ უწყების ფუნქციონირება,”- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, მერიიდან “თავქუდმოგლეჯილი გარბიან” თანამდებობის პირები, ისინი, ვინც ამ ხნის მანძილზე 9 მილიონი ლარი მიიღეს პრემიის სახით.
“ამ ფონზე ნარმანია ვერ არის აღჭურვილი შესაბამისი ავტორიტეტით, რომ აუხსნას თბილისელებს, რა ხდება მის უწყებაში”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოსავალს ხედავს იმაში, რომ დაინიშნოს თბილისში დედაქალაქის მერის ვადამდელი არჩევნები.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ენმ-მ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც მოითხოვა. თბილისის მერია კი ბოლო კვირების მანძილზე რამდენიმე მაღალჩინოსანმა – ქალაქის სამსახურის უფროსებმა დატოვეს პირადი განცხადებების საფუძველზე.