ახალი ამბები

საბერძნეთში 40-მდე ქართველი ემიგრანტი დააკავეს

7 ოქტომბერი, 2015 •
საბერძნეთში 40-მდე ქართველი ემიგრანტი დააკავეს

საუბარია იმ ემიგრანტებზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულბებში მუშაობენ მომვლელებად:


“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელინიკოს დროებითი დაკავების იზოლატორში საქართველოს 40-მდე მოქალაქე ქალბატონი იმყოფებოდა, რომლებიც ათენის პოლიციის მიერ ათენის სამედიცინო პუნქტებში შემოწმებისას არალეგალურად მუშაობისთვის დააკავეს და  დაკავებულთა შორის იყვნენ სრულიად უსაბუთო პირებიც, რომლებიც ათენში საქართველოს საკონსულოს მხრიდან დახმარებას და ყურადღებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიწყებნდნენ შიმშილობას. გუშინ საღამოს ჩვენც, ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენრშიც დაგვიკავშირდნენ და მოითხოვეს შეხვედრა, რათა მოეწოდებინათ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

 

ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი და ჩვენი სათვისტომოს წევრი გიორგი კილაძე იმყოფებოდნენ ელინიკოს დროებითი დაკავების იზოლატორში და უშუალოდ მოისმინეს მათი პრობლემების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია. 


შეგვიძლია, მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრული პასუხისმგებლობლობით განვაცხადოთ , რომ არსებული მდგომარეობა საჭიროების ათენში საქართველოს საკონსულოს ხელმძღვანელი პირების ჩართულობას და მდგომარეობის ადგილზე გაცნობას, ასევე დადასტურდა ინფორმაცია ელინიკოს დროებითი დაკავების იზოლატორში ჩვენი თანამემამულეების შიშშილობის შესახებ. 


არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოვუწოდებთ ათენში საქართველოს კონსულს და ვიცე-კონსულს პირადად გაეცნონ მოშიმშილე ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობას და მოახდინონ რეაგირება დაკავებული მოშიმშილე ჩვენი თანამემამულეების მოთხოვნებზე”, – ნათქვამია ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

საბერძნეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით კი, მათ ბერძენი სამართალდამცველებისაგან მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ ემიგრანტებმა შიმშილობა შეწყვიტეს. რაც შეეხება იმ ემიგრანტების ბედს, რომლებსაც დაკავებისას თან საბუთები არ აღმოაჩნდათ, დაიწყება მათი უკან დაბრუნების პროცედურა, რაც ელჩის განმარტებით რეადმისიაში ჩასმასაც გულისხმობს.

 

“ამ ინფორმაციის მიღების წამიდან ვართ ჩართულები ამ საკითხში. პირადად არიან კონსული და ვიცე-კონსულები ჩართულები. როგორც საბერძნეთის სამართალდამცველებმა გვითხრეს, შიმშილობა შეწყდა. მათ მიმართ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რაც ეხება რეადმისიაში ჩართვას, უკან დასაბურნებელი მოწმომებების გაცემას”, – ამბობს საბერძნეთის ელჩი “იმედთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი