ახალი ამბები

რუსეთში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

21 აპრილი, 2020 •
რუსეთში კორონავირუსის 50 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთის ფედერაციაში, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 21 აპრილისთვის კორონავირუსით დაავადების 50 000 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში რუსეთში 5 642 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული. სულ ცნობილია დაავადების 52 763 შემთხვევაზე. გარდაცვლილია 456 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 3 873.

ქვეყნის ზოგ რეგიონში მოქმედებს მკაცრი კარანტინი, მათ შორის, მოსკოვში, სადაც სახლიდან გასასვლელად ციფრული საშვის მიღებაა საჭირო. აკრძალულია სასაფლაოებზე მისვლა, ხოლო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუწოდა მრევლს, ტაძრებში არ მივიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი