10:00 საათზე, თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: ჟ.შარტავას #7.
10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი სებასტიან შმიდტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი მის.: კოსტავას 77.
10:00 სთ-ზე, სასტუმროში „თბილისი რუმს“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი გახსნიან კონფერენციას ,,სახელმწიფო – მიწა – ფერმერი“.
10:30 – ზე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესები; 6 ვაკანტური საქალაქო სამსახურის პოზიცია; ეკონომიკური საკითხები – ქალაქის ბიუჯეტი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
10:30 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში, „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერადპროექტის“ ფარგლებში ქართულ-ესტონური სამომავლო პერპექტივები განიხილება. კონფერენციის შემდეგ, „პროფესიული განათლების ფესტივალის” ფარგლებში ქართველი და ესტონელი პროფესიული განათლების წარმომადგენლები და სტუდენტები პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, სანახაობრივი მსვლელობას მოაწყობენ. ადგილი: სასტუმრო თბილისი მერიოტი მისამართი: რუსთაველის 13
11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” ახალგაზრდა ადვოკატების იურისტი ლაშა ციბაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას 2013-2015წლებში საქართველოს ხელისუფლების ლობისტური საქმიანობის შესახებ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე პრესკონფერენციას თემა: მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები.
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: ვადამდელი არჩევნები და პრეზიდენტის მთავრობასთან დაპირისპირება.
11:30 – ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სრულად შეაფასებს.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00-ზე “პირველ პრესკლუბში” “ქალთა პარტიის” ხელმძღვანელი ხათუნა მაჭავარიანი მიმდინარე თემებზე ბრიფინგს გამართავს.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:30-ზე “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აფბა“-ს ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს.თემა:2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასება.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22
13.00-ზე სასტურო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება ბაია (ნანა) დავითაიას ადვოკატების გიორგი სარაჯიშვილის, თამარ ლაკერბაიას, დავით ერისთავის და ქალთა უფლებების დამცველების ლიკა ნადარაიას (გაეროს ქალთა კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი) და ანა აბაშიძის, ანა არგანაშვილისა (არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისათვის“) ერთობლივი პრეს-კონფერენცია. საქმე ეხება სასამართლო დავას, რომელიც მიმდინარეობს ბაია (ნანა) დავითაიასა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შორის, რომლებიც 2002 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში.
17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში მხატვარ ბეჟან შველიძის საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, მხატვარი ბეჟან შველიძე და კატალოგზე მომუშავე საორგანიზაციო ჯგუფის წევრები გაუძღვებიან.