ახალი ამბები

WTI ნავთობის ფასი 99 პროცენტით, 1 ცენტამდე დაეცა

20 აპრილი, 2020 • 2669
WTI ნავთობის ფასი 99 პროცენტით, 1 ცენტამდე დაეცა

WTI მარკის ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა. სტატიის გამოქვეყნების დროს მისი ფასი ბაზარზე 1 ცენტი იყო იყო. ინფორმაციას ამის შესახებ Fox Bussiness-იც ავრცელებს.

მანამდე, 20 აპრილს, ნავთობის ფასმა აგრეთვე განიცადა ვარდნა, თუმცა მაშინ ფასი 11 დოლარი იყო, რაც 1983 წლის შემდეგ არ მომხდარა.

2020 წლის მარტიდან, — პანდემიის გავრცელების პარალელურად, — რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, რომლებიც ნავთობის ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები არიან, „ნავთობის ფასების ომი“ მიმდინარეობს.

ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც რუსეთმა და ოპეკმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე.

რუსეთმა უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა ოპეკის მოთხოვნა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. ოპეკის ქვეყნებს სურდათ, ამგვარად დახმარებოდნენ სანავთობო ბაზარს, რომელსაც კორონავირუსის გამო ბოლო დროს პრობლემები შეექმნა.

ამასთან ერთად, საუდის არაბეთმა კიდევ ერთი ზომა მიიღო და განაცხადა, რომ აპრილში თავისი ნავთობის ფასს ბარელზე 6-8 აშშ დოლარს დააკლებს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზანი ბაზარზე თავისი წილის გაზრდა და რუსეთზე ზეწოლაა.

ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად გაუფასურდა რუსული რუბლიც.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ნავთობზე ფასი $11-მდე დაეცა, რა ვითარებაა საქართველოში

ნავთობის ფასი 14$-მდე დაეცა, რაც 1999 წლის შემდეგ არ მომხდარა

მასალების გადაბეჭდვის წესი