“ჩემი დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში მქონდა შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობების კუთხით ბატონ თენგიზ ფხალაძესთან და მას შევთავაზე ცალკე ვიზიტის დაგეგმვა პრეზიდენტისა და ამ შემთხვევაში მას, რა თქმა უნდა აღვუთქვი მხარდაჭერა, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით, რომ გაგავეკეთებინა ძალიან კარგი წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტი. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა,” – აცხადებს კვირიკაშვილი
მინისტრის თქმით, რადგან ელჩი ნიუ-იორკში პრემიერთან ერთად მართავდა შეხვედრებს, მის მოქმედებაში უკანონობის დანახვა გადამეტებულია.
”რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა, ელჩი არჩილ გეგეშიძე ყოფილიყო ვაშინგტონში პრეზიდენტის ვიზიტის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე პრემიერ-მინისტრის შეხვედრების გრაფიკიდან, მათ შორის იმ შეხვედრებიდან, რომლებიც იყო გაეროს ფორმატის მიღმა, და იყო ასეთი ორმხრივი დახვედრები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთანაც, მთავრობის მეთაურთან კონსულტაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელჩი დარჩენილიყო ნიუ-იორკში და ამაში ნამდვილად უკანონობის დანახვა არის ალბათ უფრო გადამეტება ნამდვილად იმიტომ, რომ ამაში უკანონობა არაფერი ყოფილა,” – აცხადებს მინისტრი.
პრეზიდენტმა განცხადება ელჩის არაკორექტულ ქმედებასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, გეგეშიძე მას საერთოდ არ შეხვედრია მისი აშშ-ში ვიზიტის დროს. არჩილ გეგეშიძე გიორგი მარგველაშვილის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე წესი ელჩებისათვის, რომელიც მიუთითებს მათ, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც ქვეყანაში 2 უმაღლესი თანამდებობის პირი იმყოფება.