ახალი ამბები

ანონსი: 6 ოქტომბერი

6 ოქტომბერი, 2015 • • 970
ანონსი: 6 ოქტომბერი
10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კანონპროექტი „ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოში ტუბერკულიოზის მკურნალობა სავალდებულო ხდება.



11:00 „ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება საქართველოს პროფესიული განათლების განვითარების მხარდასაჭერად პროექტის“ ფარგლებში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით: „პროფესიული განათლების ფესტივალი” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრება.
 
ადგილი: სასტუმრო თბილისი მერიოტი

მისამართი: რუსთაველის 13

 

11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები:  ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ; შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან;  პოლიტიკური გზავნილები ამერიკიდან;   როგორ ხედავენ ამერიკელი კონგრესმენები თანამედროვე საქართველოს როლს; პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მესიჯები შტატებში.

 

11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: რუსთავი 2, კოალიციაში მიმდინარე პროცესები

 

11:00  “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა:საარჩევნო სისტემის რეფორმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

 

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: რუსთავი 2 და საარჩევნო კოალიციები და ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი

 

11:30  “პირველ პრესკლუბში” „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე ბრიფინგს გამართავს. თემა:შსს-ს მიერ გაცემული ე.წ. „ნარუშილოვკები.

 

12:00  “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და  ბიზნესმენთა ასოციაცია აფბა“-ს ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს.

თემა:ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი რეკეტი შესაძლოა ქვეყანას 130 000 000 აშშ დოლარი დაუჯდეს!რატომ ჩამოართვეს კომპანია “ყაზტრანსგაზს” შვილობილი კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი”?

 

6 ოქტომბერი
6 ოქტომბერი

12:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში მომხმარებელთა ასოციაციის თავჯდომარე გია ბურჯანაძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: რატომ დააკავეს ასოციაციის მონიტორინგის სამსახურის წევრები აჭარაში


16:00 საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი


17:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის” განხილვის თაობაზე

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი


19.15 მწერალთა სახლი ციკლის „კინო და თანამედროვე ტენდენციები“ ფარგლებში გიწვევთ გოგი გვახარიას საჯარო ლექციაზე „შეხების ეროტიკა და კინომონტაჟი“.


მასალების გადაბეჭდვის წესი