ახალი ამბები

COVID-19: 4268 ახალი შემთხვევა რუსეთში

20 აპრილი, 2020 • 1002
COVID-19: 4268 ახალი შემთხვევა რუსეთში

რუსეთში, ბოლო 24 საათში, ოფიციალური მონაცემების თანახმად, კორონავირუსით დაავადების 4268 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ამგვარად, რუსეთში ოფიციალურად დაფიქსირებულია კორონავირუსის 47 121 შემთხვევა და ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეათე ადგილზეა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთში დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 3 446 ადამიანი, ხოლო 405 გარდაიცვალა.

ქვეყნის ზოგ რეგიონში მოქმედებს მკაცრი კარანტინი, მათ შორის- მოსკოვში, სადაც სახლიდან გასასვლელად ციფრული საშვის მიღებაა საჭირო. აკრძალულია სასაფლაოებზე მისვლა, ხოლო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუწოდა მრევლს, ტაძრებში არ მისულიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი