ახალი ამბები

ივანიშვილის სახლთან “თავისუფალი ზონის” წევრების გათავისუფლებას ითხოვენ [ვიდეო]

5 ოქტომბერი, 2015 •
ივანიშვილის სახლთან “თავისუფალი ზონის” წევრების გათავისუფლებას ითხოვენ [ვიდეო]

აქცია დღეს, 5 ოქტომბერს, 19 საათზე დაიწყო. ივანიშვილის სახლთან რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.

 

აქციაში მონაწილეობენ “თავსიუფალი ზონის წევრები” და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. აქციაზე ისმის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერი შეძახილები.

 

აქციის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ პოლიციელების ნაწილმა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

 

 

“რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ “თავისუფალი ზონის” 3 წევრს ბრალად დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება [ხულიგნობა] ედებათ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად. დაკავავებულები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. 

აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან. 05.10.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი
აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან. 05.10.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი