ახალი ამბები

დეპუტატის ცემა – მართლმსაჯულების ორმაგი სტანდარტი

5 ოქტომბერი, 2015 •
დეპუტატის ცემა – მართლმსაჯულების ორმაგი სტანდარტი

2013 წლის თებერვალში, საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის დროს, საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს სახეში ხელი დაარტყეს. იმავე პერიოდში კიდევ ერთი დეპუტატისთვის, სერგო რატიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს ნიკოლოზ არაბული. თაქთაქიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით კი მოქალაქე გელა მამალაძე იქნა დაკავებული, მას სერგო რატიანის ცემაშიც ადანაშაულებდნენ.


გელა მამალაძესაც და ნიკოლოზ არაბულსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის დარღვევაში ედებოდათ, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ეს ზუსტად იგივე მუხლია, რის საფუძველზეც “რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე “თავისუფალი ზონის” წევრები დააკავეს. გელა მამალაძე თავის დროზე სასამართლომ 2000-ლარიანი, ხოლო არაბული 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საგულისხმოა, რომ მათ შემთხვევაში პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით  თვითონ ითხოვდა გირაოს და არა პატიმრობას.


1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] არ გაითვალისწინა კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შესწორებები და რეზოლუცია წინასწარი დაკავების პრაქტიკის ხარვეზების შესახებ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციაში წინასწარი დაკავების ბოროტად გამოყენების პრაქტიკის გამო გაკრიტიკებულებია საქართველო, თურქეთი და რუსეთი.

 

წინასწარი დაკავების ინსტრუმენტის ბოროტად გამოყენების კონტექსტში საქართველო რეზოლუციაში რამდენჯერმეა ნახსენები:

 

“[ევროსაბჭოს] წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში შემდეგი სახის შეურაცხმყოფელი საფუძველბი დაფიქსირდა:

 

7.1. დაკავებულზე ზეწოლა დანაშაულის აღიარების, ან პროკურატურასთან სხვა მხრივ თანამშრომლობის მიღწევის მიზნით (მაგალითად, სერგეი მაგნიტსკის საქმე რუსეთში).

 

7.2 დისკრედიტაცია ან პოლიტიკური ოპონენტების სხვაგვარად ნეიტრალიზება (მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების საქმეები საქართველოში)”, – წერია რეოზლუციაში.

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა, თურქეთმა და საქართველომ გაატარეს საკანონმდებლო რეფორმები, რომელთაც თან პრაქტიკული ღონისძიებები ახლდა, რამაც წინასწარი დაკავებების რაოდენობა ნათლად შეამცირა, თუმცა წინასწარი დაკავების ბოროტად გამოყენების ფაქტები კვლავაც გვხვდება.

 

“11.4 “შოპინგის ფორუმის” შესაძლებლობა პროკურატურის მხრიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცდუნება განსხვავებული სტრატეგიების შესამუშავებლად იმაში დასარწმუნებლად, რომ წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რომელიც მოსალოდნელია, რომ [პროკურატურის მიმართ ] “დამთმობი” იქნება (მაგალითად, საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში).

11.5 პროკურატურის შესაძლებლობა გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობისთვის კანონით დადგენილ ვადებს ბრალდებების მოდიფიცირებით ან შენელებით (მაგალითად, საქართველოში).

დოკუმენტის მიხედვით, PACE საქართველოს თურქეთსა და რუსეთთან ერთად მოუწოდებს (ქვეპარაგრაფები 12.2.1; 12.2.2) მიიღოს პრევენციული ზომები “შოპინგის ფორუმის” აღსაკვეთად პროკურატურის მხრიდან, ასევე მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი