ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის სახლთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

5 ოქტომბერი, 2015 •
ბიძინა ივანიშვილის სახლთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

ზემოხსენებული ინფორმაცია ფეისბუკის მეშვეობით ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ გაავრცელა.


ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია; ფოტო: ნეტგაზეთი
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია; ფოტო: ნეტგაზეთი


 

“რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ “თავისუფალი ზონის” 3 წევრს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.



ქუთაისში “თავისუფალი ზონის” სამი წევრი: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად. დაკავავებულები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. 

 

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური და შეხლა–შემოხლა მოჰყვა. 

 

1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ [PACE] არ გაითვალისწინა კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შესწორებები და რეზოლუცია წინასწარი დაკავების პრაქტიკის ხარვეზების შესახებ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციაში წინასწარი დაკვების ბოროტად გამოყენების პრაქტიკის გამო გაკრიტიკებულები არიან საქართველო, თურქეთი და რუსეთი.


წინასწარი დაკავების ინსტრუმენტის ბოროტად გამოყენების კონტექსტში საქართველო რეზოლუციაში რამდენჯერმეა ნახსენები:

 

“[ევროსაბჭოს] წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში შემდეგი სახის შეურაცხმყოფელი საფუძველბი დაფიქსირდა:

 

7.1. დაკავებულზე ზეწოლა დანაშაულის აღიარების ან პროკურატურასთან სხვა მხრივ თანამშრომლობის მიღწევის მიზნით (მაგალითად, სერგეი მაგნიტსკის საქმე რუსეთში).

 

7.2 დისკრედიტაცია ან პოლიტიკური ოპონენტების სხვაგვარად ნეიტრალიზება (მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების საქმეები საქართველოში)”, – წერია რეოზლუციაში.

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა, თურქეთმა და საქართველომ გაატარეს საკანონმდებლო რეფორმები, რომელსაც თან პრაქტიკული ღონისძიებები ახლდა, რამაც წინასწარი დაკავებების რაოდენობა ნათლად შეამცირა, თუმცა წინასწარი დაკავების ბოროტად გამოყენების ფაქტები კვლავაც გვხვდება.

 

“11.4 “შოპინგის ფორუმის” შესაძლებლობა პროკურატურის მხრიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცდუნება განსხვავებული სტრატეგიების შესამუშავებლად იმაში დასარწმუნებლად, რომ წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რომელიც მოსალოდნელია, რომ [პროკურატურის მიმართ ] “დამთმობი” იქნება (მაგალითად, საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში).

11.5 პროკურატურის შესაძლებლობა გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობისთვის კანონით დადგენილ ვადებს ბრალდებების მოდიფიცირებით ან შენელებით (მაგალითად, საქართველოში).

დოკუმენტის მიხედვით, PACE საქართველოს თურქეთსა და რუსეთთან ერთად მოუწოდებს (ქვეპარაგრაფები 12.2.1; 12.2.2) მიიღოს პრევენციული ზომები “შოპინგის ფორუმის” აღსაკვეთად პროკურატურის მხრიდან, ასევე მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი