აღიშნული დადგენილების ადმინისტრირება 2016 წლის 15 იანვრიდან დაიწყება. როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი ამბობს. სილამაზის სალონებს შერჩევითი პრინციპით წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ.
“დოკუმენტის მიზანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (სილამაზის სალონებში) ადამიანის კანის საფარველზე ჩატარებული ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები პროცედურები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, სილამაზის სალონებმა 1 იანვრამდე შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ეს დაწესებულებები სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან”, – ამბობს ნათია ნოღაიდელი.
ახალი რეგულირების შესაბამისად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, კონტროლი განხორციელდება ისეთ ესთეტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებზე, როგორიცაა აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, მანიკიური და პედიკიური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა. აღნიშნული პროცედურები სისხლის გზით ინფექციების გავრცელების ძალიან მაღალი რისკის პროცედურებად ფასდება.
“ადამიანის კანის საფარველზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (სილამაზის სალონებში) ჩატარებული პროცედურები (აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, ფრჩხილების მანიკური და პედიკური, ტატუირება) ფაქტიურად ინვაზიური პროცედურებია, რომელიც კანის მთლიანობას არღვევს. შესაბამისად, დადგინდა გარკვეული მოთხოვნები ამ პროცედურების ჩატარების მიმართ. ეს უპირველეს ყოვლისა არის ეხება ინსტრუმენტების სტერილიზაციას, დეზინფექციასა და წარმოქმნილი ნარჩენების მართვას. თუ მთელი რიგი პროცედურების წარმოებისას ერთჯერადი გამოყენების ინსტრუმენტებზეა საუბარიი გამოიყენება, მაშიც სწორედ ასეთები უნდა გამოიყენებოდეს, თუ მრავალჯერადი გამოყენებისიმ შემთხვევაში კი თუ ერთჯერადი ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი არ არის ან საერთოდ არ გამოიყენება, მაშინ, ისინი ინფიცირების რისკების გათვალისწინებით უნდა დაექვემდებაროს ან დეზინფექციას ან სტერილიზაიციას, ისევე როგორც სამედიცინო ინსტრუმენტები”, – აცხადებს ნოღაიდელი.
სილამაზის სალონების კონტროლს, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები წელიწადში ერთხელ განახორციელებენ.
კითხვაზე, არის თუ არა საკმარისი წელიწადში ერთხელ სილამაზისა და ტატუ-სალონების მონიტორინგი, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მოდელი იმუშავებს, როგორც სამედიცინო დაწესებულებებების.
რაც შეეხება სანქციებს, რომელიც დარღვევების შემთხვევაში სილამაზის სალონებს დაეკისრება, მკაცრი არ არის.
“პირველ ჯერზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები არ დაჯარიმდებიან. მათ გაეწევათ რეკომენდაცია, რომ რათა საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ კანონდებლობასთან განსაზღვრულ მოთხოვნებთან სტანდარტები და, ამასთან, ამისთვის გონივრული ვადა ეძლევათ. დარღვევის განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში უკვე ჯარიმაა, საჯარიმო სანქციები ერთვება, რომელიც მაღალი არ არის. ფიზიკური პირისთვის ის 50 ლარის შეადგენს, ხოლო იურიდიულისთვის – 100 ლარის ოდენობითსაა. კვლავ დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა, შესაბამისად, 200 და 500 ლარია. ჩვენი მიზანი არ არის დაჯარიმება, მიზანია, რომ სილამაზის სალონებში ჩამოყალიბდეს კულტურა, რომ აქცენტი გააკეთონ ხარისხზე და სწავლაზეუსაფრთხოებასა და ხარისხზე, რომ რათა ისე გაუწიონ კლიენტის მომსახურებისასა, ინფექციის გადადებაის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. არ მოხდეს. ამ ღონისძიებების დაცვით, პირველ რიგში, ამ სალონების პერსონალი იქნება ინფექციური დაავადებებით დაინფიცირებისგან დაცული”, – აცხადებს რეგულირების სააგენტოს სამმართველოს ხელმძღვანელი.
სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგის მსგავსად, ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმება, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციასა და პრევენციას ემსახურება.