ახალი ამბები

ფლავისმანში დანით ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს

7 მაისი, 2015 • • 1290
ფლავისმანში დანით ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს

მათი ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას, ბადრი გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

“გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში გორის რაიონის სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი