ახალი ამბები

ანონსი: 5 ოქტომბერი

4 ოქტომბერი, 2015 •
ანონსი: 5 ოქტომბერი

10:00 საათზე, – გენერალი, თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ბრისტოლში ხმაურიანი ვიზიტი, რომელიც ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდა; რატომ არ ჰყავს მერიის 5 წამყვან სამსახურს ხელმძღვანელი; სირიაში მიმდინარე მოვლენები და საქართველო. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

10:30 საათზე, – ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სირიაში თავდასხმებისას რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენაბა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.თემა:ე.წ. „ნარუშილოვკების” მიმართ საზოგადოებრივი დისკუსია,ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასება, მესამე სექტორის როლი.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:30 საათზე, – „ფორტუნა ჰოლდინგის” წარმომადგენელი საქართველოში რაფაელ მაღალაშვილი და დამფუძნებლები პორტალ „კვირას” პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 75 მილიონიანი მასშტაბური პროექტი საქართველოში ვეტერანების მონაწილეობით, რომელმაც ისრაელი კრიზისიდან გამოიყვანა, შექმნა უსაფრთხო გარემო და დაიცვა საზღვრები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:30 საათზე „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე საინფორმაციო სააგენტო „პირველის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ლაშა გიორგაძე შსს-ს მიერ გაცემულ ე.წ. „ნარუშილოვკების” საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს. მის: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი 116, (სავაჭრო ცენტრი „დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული) საკონტაქტო პირი: თამარ ქარელი – 598 75 77 01

 

11:00 საათზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლები ერთობლივ კონფერენციას გამართავენ, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოაგილე ლია გიგაური სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრება. შეხვედრის თემა: „უსაფრთხო სკოლა”

 

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე პრესკონფერენციას გამართავს.მისამართი:წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:00 სთაათზე ,,ედიტორი”-ს პრესკლუბში ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის და ააიპ ვეგან ჯორჯიას პრესკონფერენციას გაიმართავს. 30 აგვისტოს ცხოველთა დამცველებმა ბათუმის დელფინარიუმთან ჩაატარეს საპროტესტო აქცია, რომლის შესახებ ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია. პრესკონფერენციაზე “ვეგან ჯორჯიას” წევრები განმარტავენ თუ რა მოხდა რეალურად. მის:  ქუჩიშვილის #4 (ფილარმონიის უკან) IV სართული

 

13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ქალაქ გდანსკში (პოლონეთი) ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო და პროექტის მონაწილეები გაუძღვებიან.

 

13:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა:საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გაეროს ასამბლეაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოსვლა. მისამართი: წერეთლის 116,ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”,მე-2 სართ.საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22

მასალების გადაბეჭდვის წესი