თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.
სამინისტროს განცხადებით, რიგითის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს თამაზ თამარაშვილის ოჯახს.
