მშენელობას კომპანია “ჯი-სი-აი” ხელმძღვანელობს. კომპანიის დირექტორის, გელა ლეკიშვილის განცხადებით, მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიიამ გასცა. კომპანია ადგილზე დამწვარი სახლის ნაცვლად ახალ შენობას აშენებს, რომელიც დამწვარი სახლის ძველ მეპატრონეებს გადაეცემათ. როგორც გელა ლეკიშვილი ამბობს, ბეთლემის ქუჩაზე გზა კომპანიამ სამშენებლო პროცესების გამო გადაკეტა, თუმცა ქუჩის მოსახლეობამ გზა თვითნებურად გახსნა, რაც მისის ჩანგრევის მიზეზი გახდა.
კომპანიის განცხადებით, საკანალიზაციო მილი დღის ბოლომდე აღდგება, ხოლო ცენტრალური, ჩანგრეული გზის აღდგენა 4 თვის ვადაში იგეგება.





