შიმშილობენ თავად დაკავებულებიც, რომლებიც ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
ქუთაისში “თავისუფალი ზონის” სამი წევრი: ნიკა ნარსია, მირიან დეისაძე და კახაბერ გაბუნია 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ ბრალად. დაკავავებულები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად გამართულ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას.