პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი თევდორაძის განცხადებით, დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დროისათვის უცნობია. განცხადებას ამის შესახებ თევდორაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან აკეთებს.
შსს-ს განცხადებით, მომხდარის გამოძიება სსკ-ის 238-ე მუხლით მიმდინარეობს.
2 ოქტომბერს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პარლამენტის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი შემოახიეს და რუპორი ესროლეს.





