ახალი ამბები

ჰარცელი რუსეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებს “ბორდერიზაციის” შეჩერებისკენ მოუწოდებს

17 აპრილი, 2020 • 1578
ჰარცელი რუსეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებს “ბორდერიზაციის” შეჩერებისკენ მოუწოდებს

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ბოლო დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე განახლებული “ბორდერიზაციის” შეჩერებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, “ბორდერიზაციის” გაგრძელება “სრულებით მიუღებელია”.

“მე მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის აქტორებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები და თავი შეიკავონ შემდგომი ნაბიჯებისგან, რასაც სიტუაციის ესკალაციის გამოწვევა შეუძლია”, – წერს ჰარცელი ტვიტერზე.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შორის უკანონო ბარიერების აღმართვას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში.

საელჩოს თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან.

ტახტისძირის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო “ბორდერიზაცია” განახორციელეს – სუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი