ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

3 ოქტომბერი, 2015 •
ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს

სხვა დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ. 

 

გეგა გობეჯიშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, 2 ოქტომბერს დააკავეს. როგორ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, რევაზ არველაძე აცხადებს, გობეჯიშვილი მის კანდიდატურას უჭერდა მხარს. 


რევაზ არველაძემ და მისმა მხარდამჭერებმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გამართულ ბრიფინგზე სასამართლოს მოუწოდეს, რომ გამოუშვან დელეგატი გობეჯიშვილი. ვაჟა ჟვანიას თქმით, არველაძის წარმდგენი დელეგატის დაკავება კითხვის ნიშნებს ბადებს.


ვაჟა ჟვანიას განცხადებით, არჩევნების დღეს დელეგატის დაკავება UEFA-ს თვალში ქვეყანას ნეგატიურად წარმოადგნს. მისი თქმით, ამ ფაქტის გამო შესაძლებელია ქვეყანას სანქციებიც დაეკისროს.



როგორც ჟვანია აცხადებს, გობეჯიშვილის დაკავება არც არველაძესა და არც კობიაშვილს აწყობთ. 


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი