რეზოლუციის პროექტი PACE-ს იურდიულ საკითხთა და ადამიანის უფლება კომიტეტმა მოამზადა. მომხსენებელი ევროპის სახალხო პარტიის წევრი, პედრო აგრამუნტია [ესპანეთი].
აგრამუნტი დოკუმენტზე მუშაობის პერიოდში ევროსაბჭოს რამდენიმე წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იმყოფებოდა. წინასწარი დაკავების ინსტრუმენტის ბოროტად გამოყენების კონტექსტში საქართველო მის მოხსენებაში რამდენჯერმეა ნახსენები:
“[ევროსაბჭოს] წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში შემდეგი სახის შეურაცხმყოფელი საფუძველბი დაფიქსირდა:
7.1. დაკავებულზე ზეწოლა დანაშაულის აღიარების ან პროკურატურასთან სხვა მხრივ თანამშრომლობის მიღწევის მიზნით (მაგალითად, სერგეი მაგნიტსკის საქმე რუსეთში).
7.2 დისკრედიტაცია ან პოლიტიკური ოპონენტების სხვაგვარად ნეიტრალიზება (მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების საქმეები საქართველოში)”, – წერია რეოზლუციაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა, თურქეთმა და საქართველომ გაატარეს საკანონმდებლო რეფორმები, რომელსაც თან პრაქტიკული ღონისძიებები ახლდა, რამაც წინასწარი დაკავებების რაოდენობა ნათლად შეამცირა, თუმცა წინასწარი დაკავების ბოროტად გამოყენების ფაქტები კვლავაც გვხვდება.
“11.4 “შოპინგის ფორუმის” შესაძლებლობა პროკურატურის მხრიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცდუნება განსხვავებული სტრატეგიების შესამუშავებლად იმაში დასარწმუნებლად, რომ წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რომელიც მოსალოდნელია, რომ [პროკურატურის მიმართ ] “დამთმობი” იქნება (მაგალითად, საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში).
11.5 პროკურატურის შესაძლებლობა გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობისთვის კანონით დადგენილ ვადებს ბრალდებების მოდიფიცირებით ან შენელებით (მაგალითად, საქართველოში).
დოკუმენტის მიხედვით, PACE საქართველოს თურქეთსა და რუსეთთან ერთად მოუწოდებს (ქვეპარაგრაფები 12.2.1; 12.2.2) მიიღოს პრევენციული ზომები “შოპინგის ფორუმის” აღსაკვეთად პროკურატურის მხრიდან, ასევე მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.
პედრო აგრამუნტი თავს მოხსენებაში ასევე აცხადებს, რომ დოკუმენტზე მუშაობის პერიოდში იგი საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს, ომბუდსმენს, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე პატიმრობაში მოინახულა ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი. აგრამუნტის თქმით, იუსტიციის სამინისტროში შეხვედრისას თეა წულუკიანმა ის პირდაპირ დაადანაშაულა ენმ-ის ლიდერების დაცვაში.
“მე არ ვამტკიცებ, რომ ენმ-ის ყველა ყოფილი ლიდერი უდანაშაულოა და ნამდვილად არ ვემხრობი იმ პოლიტიკოსების დაუსჯელობას, რომლებმაც დანაშაული ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინეს. მაგრამ რთულია წარმოვიდგინო ის, რომ პრაქტიკულად ყველა წინა მთავრობის წევრი კრიმინალია. ფაქტია, რომ ზოგიერთი ზემოთ ნახსენები პირის ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა უარყოფილი იყო სასამართლო სისტემების მიერ უკრაინაში (სააკაშვილი), საფრანგეთში (კეზერაშვილი) და საბერძნეთში (დავით ახალაია), რადგან მათი ეს ექსტრადციის მოთხოვნები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს”, – წერს აგრამუნტი.
რეზოლუციას და აგრამუნტის მოხსენებას თან ერთვის დეპუტატ ეკა ბესელიას მოსაზრებები, რომელიც წერს:
“არ ვეთანხმები რეზოლუციის პროექტის პარაგრაფ 7.2.-ში ფრჩხილში მოყვანილ სიტყვებს. ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მითითება ამ შემთხვევაში არარელევანტურია, რადგან წინასწარი დაკავება გამოიყენება არა იმიტომ, რომ ისინი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან არიან აფილირებული, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლზე გვაქვს ვალდებულება აღებული. წინასწარი დაკავება მხოლოდ სრულიად აუცილებელ უკანასკნელ ზომად უნდა იქნას გამოყენებული სპეციფიკურ კრიმინალურ საქმეებში. ზოგიერთ საქმეში, რომელშიც ენმ-ის წევრები ასევე მონაწილეობდნენ, წინასწარი დაკავების პრაქტიკა გამოყენებული არ ყოფილა, მაგალითად, ჭიაბერაშვილის შემთხვევაში.
მე ასევე ვერ დავეთანხმები პარაგრაფ 11.4-ს, რადგან მომხსენებელი არ წარმაოდგენს არც ერთ ფაქტს explanatory memorandum-ში თავის განცხადების დასამტკიცებლად. მე ამ ფორმულირებას დავეთანხმები, თუ იქნება მითითება 2012 წლის ოქტმბრის ხელისუფლების ცვლილებამდელ პერიოდზე.
პარაგრაფ 11.5-ში ნათქვამია, რომ პროკურატურა მანიპულირებს წინასწარი დაკავების პერიოდზე, ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა, რადგან აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მოსამართლე იღებს.
ქვეპარაგრაფი 12.2.2 უნდა კორექტირდეს, რადგან ასეთი მოთხოვნა სცდება ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტს და ნაციონალური სასამართლოს და ევროსასამართლოს კომპეტენციაა.
12.2.1 პარაგრაფი ნამდვილად ბუნდოვანი და ზოგადია. მე შემგთავზებდით მის ორ ქვეპარაგრაფად დაყოფას შემდეგი სიტყვებით: “ასამბლეა მოუწოდებს წევრებს, მხედველობაში მიიღონ კონვენციის მე-5 მუხლი და დაიცვან კონვენციის სტანდარტები წინასწარი პატიმრობის გამყენებისას”, – აცხადებს ეკა ბესელია.