ახალი ამბები

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ საპატრიარქოს კრიტიკის გამო სცემეს

16 აპრილი, 2020 • 3168
თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს, რომ საპატრიარქოს კრიტიკის გამო სცემეს

თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ გუშინ საკუთარ სახლთან სცემეს.

“სამშაბათს, დაახლოებით 8-ის ნახევრისკენ მქონდა ინტერვიუ “ტვ პირველთან”, მუხიანში, ჩემს სახლთან ახლოს. ინტერვიუს დასასრულის დროს ჩემთან მოვიდა უცნობი ადამიანი, თუ არ ვცდები, ნასვამი, და დამიწყო საუბარი იმაზე, თუ რა უფლებით ვაძლევ ინტერვიუს და რომ ეს ინტერვიუები აღარ უნდა მივცე, რატომ ვაკრიტიკებ საპატრიარქოს… მე მას ვკითხე, თუ ვინ იყო, რის შემდეგაც მან დამარტყა“, – განუცხადა გოჩა ბარნოვმა ტელეკომპანია “ფორმულას”.

კადრში ჩანს, რომ მას სახის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. ბარნოვი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მას შემდეგ, რაც ბარნოვმა პოლიციაში განაცხადა მომხდარის შესახებ, გამოძიება დაიწყება, თუმცა მოგვიანებით გაირკვევა, კონკრეტულად რომელი მუხლით.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ხშირად გამოდის საპატრიარქოს კრიტიკით. ამის გამო თბილისის სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან დაითხოვეს.

გოჩა ბარნოვი: სასულიერო აკადემიიდან გამათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი