ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან

1 ოქტომბერი, 2015 •
პრეზიდენტი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან

პრეზიდენტის განცხადებით, ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს. 


“მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური აწმყო და მათი საკითხი, რამდენად ისინი მართლმსაჯულების დროს რამდენად იქნა პოლიტიკური მოტივაცია გამოყენებული, ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად, როგორც საზოგადოებამ, უნდა ვუპასუხოთ. მე მჯერა, რომ თუ არსებობს კითხვის ნიშნები რომელიმე იმ საქმესთან დაკავშირებით, იმ სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური წარულის და მომავლის მქონე ადამიანებს, ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად და ყველას ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი პოზიცია, დაიცვას თავისი პოზიცია,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 



საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დიასპორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა.-https://goo.gl/g2uQZe

Posted by Giorgi Margvelashvili on Thursday, October 1, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი