ახალი ამბები

ადეიშვილი: ივანიშვილს არ ვიცნობ

1 ოქტომბერი, 2015 •
ადეიშვილი: ივანიშვილს არ ვიცნობ

ადეიშვილის თქმით, ამ კითხვის ადრესატი თავად ივანიშვილია, ხოლო პირადად მას მაშინ ექნებოდა პასუხი, რომ იცნობდეს ივანიშვილს პირადად.

 

საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთხელ უთქვამს ზურაბ ადეიშვილის მიმართ კომპლიმენტები. მაგალითად, ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე 2013 წელს ივანიშვილმა თქვა, რომ “ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო” სააკაშვილის ხელისუფლებაში.

 

“მე რომ ვყოფილიყავი მთავრობის მეთაური ადეიშვილის დროს, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ჩინოვნიკი იქნებოდა დღეს,” – განაცხადა ივანიშვილმა 2013 წლის 25 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. 


იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა, როცა ხელისუფლებაში ენმ ქართულმა ოცნებამ შეცვალა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი