სებ–ის ცნობით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 437.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.1 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.3 მლრდ აშშ დოლარი (9.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 233.0 მლნ აშშ დოლარი (524.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 837.7 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.4 პროცენტი) და 605.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.9 პროცენტი). კერძო საგარეო ვალმა კი შეადგინა 8.2 მლრდ აშშ დოლარი (18.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 52.8 პროცენტი), აქედან,
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.8 მლრდ აშშ დოლარი (6.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.9 პროცენტი), კერძო საწარმოების საგარეო ვალმა – 2.5 მლრდ აშშ დოლარი (5.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.9 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.1 მლრდ აშშ დოლარი (20.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 58.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (7.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.9 პროცენტია.





