ახალი ამბები

პენსიის, სოცპაკეტის და სუბსიდიის დანიშვნა-განახლება ელექტრონულად შეიძლება

15 აპრილი, 2020 •
პენსიის, სოცპაკეტის და სუბსიდიის დანიშვნა-განახლება ელექტრონულად შეიძლება

პენსიის, სოციალური პაკეტის და სუბსიდიის დანიშვნა, განახლება და სხვა რამდენიმე სერვისი ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, – იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების გამარტივებისათვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა, განახლება და/ან სახელმწიფო გასაცემლების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება შესაძლებელია განხორციელდეს მაძიებლის/ბენეფიციარის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით მოწოდებული განცხადებისა და მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის საფუძველზე“, – წერს სამინისტრო.

ჩამოთვლილი გასაცემლებია: სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და საყოფაცხოვრებო სუბსიდია.

სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის მსურველმა პირმა პირადობის მოწმობის და ხელმოწერილი განცხადების ასლები უნდა გაგზავნოს ელ-ფოსტის მეშვეობით სოციალური მომსახურების სააგენტოში შემდეგ მისამართზე: info@ssa.gov.ge.

სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის შესახებ განცხადებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ის ტერიტორიული ერთეული (რაიონული განყოფილების დასახელება და მისამართი), სადაც განმცხადებელს სურს დარეგისტრირდეს, როგორც სახელმწიფო გასაცემლის მიმღები პირი, ასევე, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

შეკითხვების შემთხვევაში ან/და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მისწეროთ სამინისტროს ფეისბუკის გვერდს ან დარეკოთ ნომრებზე:

☎️ 599 627 164;

☎️ 599 627 154.

სამინისტროს ფეისბუკის გვერდის მისამართია:  https://bit.ly/2VuFElf

სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/34EvJhl

მასალების გადაბეჭდვის წესი