“ამომრჩეველთან უფრო ახლოს ვიქნებით”, – აცხადებს სერგო რატიანი.
თუ რამდენად გაყიდის ნაციონალური მოძრაობა ცენტრალური ოფისის შენობას, რომელიც 2011 წელს შეიძინა, აუდიტის შესაბამისი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
რატიანის თქმით, ოფისის გაყიდვიდან მიღებული თანხა პარტიამ შესაძლოა დახარჯოს როგორც საარჩევნო მიზნებისთვის, რომ დაუპირისპირდეს “ქართულ ოცნებას”, ასევე – ახალი ოფისის შესაძენად თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
2011 წელს, როდესაც ენმ–მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობაში გადაინაცვალა, განაცხადა, რომ ეს შენობა შეძენილი იქნა მთაწმინდაზე, ლესია უკრაინკას #1–ში განთავსებული პარტიის სათავო ოფისის რეალიზაციის სანაცვლოდ.