ახალი ამბები

ანონსი – 1 ოქტომბერი

30 სექტემბერი, 2015 •
ანონსი – 1 ოქტომბერი

10:00 – კონფერენცია Holiday Inn–ში, რომელიც ეძღვნება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში მომხმარებელთა უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას და საერთაშორისო ვაჭრობაში შესაძლებლობების განვითარებას;

 

11:00 – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე დავით თევზაძე პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: საქართველოს მოანაწილეობა გაეროს მისიაში; ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით; მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის; ვისთან ექნება კოალიცია და რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565;

 

11:00 – სასტუმრო “ამბასადორში” სახალხო დამცველი სპეციალური ანგარიშის – „ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში“ პრეზენტაციას გამართავს;

 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის უფროსი დათო მაჭარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა:სააფთიაქო ნარკომანია. მისამართი:წერეთლის  116, ბიზნეს ცენტრი”, დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22;

 

11:30 – პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა და მოქმედ მოსამართლეთა მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს, ასევე ამ ორგანოს რეფორმირების საკითხებს მიეძღვნება. ბრიფინგზე ასევე წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტური მასალა;

11:30 – „შიდსის ცენტრის“ წარმომადგენელი მაია ცინცაძე პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესონფერენციას გამართავს. თემა: შიდსის მზარდი ეპიდემია საქართველოში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565;


12:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისის საკრებულოს 2012-2014 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. მის: თავისუფლების #2;

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და გია ვოლსკის განცხადებას უპასუხებს, რომლის თქმითაც საარჩევნო სისტემის შეცვლას ნაციონალური მოძრაობის სატელიტები ითხოვენ;

 

12:00 – “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვა, ბათუმი, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ფარნავაზ მეფის ქ. N62–64);

 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის გამოსვლას შეაფასებს. თემა: ტერორიზმთან ბრძოლა. მისამართი:წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი”დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22;

 

12:00 – პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსი”-ს ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია გამართავს ბრიფინგს ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცისადმი გასაგზავნი საპროტესტო წერილის თაობაზე. მის.: ხვიჩიას 17;


12:00 – “სტრიტ არტ” პენსიონერების შესრულებით. ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით DVV International საქართველოს წარმომადგენლობა და პროექტი“აქტიური ცხოვრებისათვის” მართავს ღონისძიებას ხანდაზმულთა მონაწილეობით­­.  ღონისძიება ჩატარდება ვერის ბაღის ტერიტორიაზე;


13:00 – ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო, ახალ კლინიკას “innova-ს” გახსნის. მის: სანდრო ეულის 7;

 

13:00 –  “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სრულად განიხილავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი”დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო:ნინო რაზმაძე 595 03 77 22;


13:00 –  “დინამო-არენას” მედია-ცენტრში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მისი საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს;

 

17:00 – “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვა, ოზურგეთი, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ჭავჭავაძის ქ. N14);

 

17:00 – „კავკასიურ სახლში” ფოტოგამოფენა „გაიცანი შენი დედაქალაქი”, მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 20, ძველ მერიასთან;

 

17:00 – სოციალური საწარმო ბაბალე საჯარო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს და წარუდგენს პროექტის პრეზენტაციას. სოციალური საწარმო “ბაბალე” თავის თავში მოიაზრებს სახელოსნოს და მაღაზია სალონს, სადაც გაიყიდება ხელნაკეთი ნივთები რომელსაც სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები სპეციალისტთა დახმარებით ქმნიან. მისამართი: თბილისი, ნაფარეულის N6;

 

18:00 – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება გამოფენა – „აღმოსავლურ-დასავლური დივანი  – მუშტაიდის სასახლის დეკორი“;

 

19:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში, თბილისის მეორე ტრიენალეს გახსნას დაესწრება. წელს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო საგამოფენო პროგრამის მთავარი თემაა „თვითორგანიზებადი სისტემები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი