ახალი ამბები

მთავრობა ანტიკრიზისულ ეკონომიკურ ჯგუფს ქმნის

15 აპრილი, 2020 •
მთავრობა ანტიკრიზისულ ეკონომიკურ ჯგუფს ქმნის

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

მთავრობის ცნობითვე, რადგან საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ჯამში, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს იღებს (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი), ეს ჯგუფი სხვა საკითხებთან ერთად ამ თანხების ეფექტიანად განკარგვაზე იმუშავებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდის გარდა, ანტიკრიზისულ ჯგუფში საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ეროვნული ბანკის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შევლენ.

“ამ ფორმატში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები – სოზარ სუბარი და ბექა ლილუაშვილი, ინვესტორთა საბჭოს მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია” ,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 1.5 მილიარდ აშშ დოლარს მივიღებთ – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი