ახალი ამბები

ქარტიის გადაწყვეტილება ლელა კაკულიას განცხადებაზე

15 აპრილი, 2020 •
ქარტიის გადაწყვეტილება ლელა კაკულიას განცხადებაზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტ-გამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

განცხადების ავტორმა, ლელა კაკულიამ განაცხადა, რომ სადავო მასალა, თითქოს იწინასწარმეტყველა, რომ “ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ”, არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ფრაზა ავტორს არ ეკუთვნის.

ქარტიის ინფორმაციით, გარდა პირველი პრინციპისა, მხარე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (დოკუმენტების კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპებზე, თუმცა საბჭომ მათზე დარღვევა არ დაადგინა.

ამ საქმეზე სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი