ახალი ამბები

შევიკავოთ თავი რელიგიური და არარელიგიური დღესასწაულებისგან  – გამყრელიძე 

14 აპრილი, 2020 •
შევიკავოთ თავი რელიგიური და არარელიგიური დღესასწაულებისგან  – გამყრელიძე 

“ცეცხლს ვეთამაშებით”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 14 აპრილს, საღამოს გამართულ ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში “კვლავ იკრიბებიან, კვლავ გადაადგილდებიან მანქანებით”. 

მისი თქმით, თუ საზოგადოება არ დაიცავს სათანადო დისტანციას და არ დარჩება სახლში, მაისის ბოლოს შესაძლოა “ათასობით” ინფიცირებული მივიღოთ, რაც შესაძლოა პრობლემური იყო ჰოსპიტალური სექტორისთვის. 

“თავი შევიკავოთ ტრადიციული რელიგიური და არარელიგიური დღესასწაულებისგან”, – თქვა მან და დასძინა:

“არავისთვის არაა დასამალი, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკლესიასთან”. თუმცა მას არ უსაუბრია შედეგზე და აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება.  ამასთან, კვლავ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რიტუალებში მონაწილეობისგან და დარჩნენ სახლში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი