ახალი ამბები

ანონსი – 30 სექტემბერი

29 სექტემბერი, 2015 •
ანონსი – 30 სექტემბერი

11:00 ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მხარეები, საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, საარჩევნო კულტურის განვითარებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე თანხმდებიან. ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (მის: ვარდების რევოლუციის მოედანი # 1).


11:00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე შოთა ჩაჩხუნაშვილი და ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ. მისამართი: ქ.გორი , სტალინის გამზირი N16


11:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილეების, მოსამართლეების ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების, მივლინებების, სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ 2015 წლის ივნისის თვის მდგომარეობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – თბილისი” წევრი თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. მის: თავისუფლების #2


11 საათზე, საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ცერემონიის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენციოა. მის: რედისონ ბლი ივერია.


11:30 – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე“ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესონფერენციას გამართავს. თემა: მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, რომელსაც საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა -საფრთხეები, რისკები და სტატისტიკა; კუსტარული ნარკოტიკები და „სააფთიაქო ნარკომანია“, რომელიც კვლევის შედეგად დადასტურდა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.


12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობათა და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი დაესწრებიან.


12 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდისა“ და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ მიერ განხორციელებული კვლევის „გენდერული ასპექტების ჩართვა ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის პოლიტიკაში“ პრეზენტაციაზე. მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის 7

მასალების გადაბეჭდვის წესი