ახალი ამბები

არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით – გახარია

14 აპრილი, 2020 • 1028
არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინება და შესრულება იმისთვის, რომ მაისის შუა რიცხვებიდან მაინც გახდეს შესაძლებელი ამ შეზღუდვების მოხსნა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესთან მიმართებაში მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვის. მიუხედავად ამისა, დღეს უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაში შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც და ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით და ეს არის ობიექტური რეალობა”, – განმარტა გახარიამ.

გახარიას განმარტებით, ამ ეტაპზე ვერც ერთი საერთაოშირისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია ვერ განსაზღვრავს, როდის დასრულდება ვირუსის პანდემია ან როდის იქნება გავრცელების პიკი, სწორედ ამიტომ, მთავრობის ყველა ნაბიჯსა და მოქმედებას განასკუთრებული ფასი აქვს სიტუაციის შესამსუბუქებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი