პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლა არის ბრძოლა ორ ფრონტზე – ადამიანის ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენის მიმართულებებით.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.
“კოვიდ 19″ არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე, ხელთათმანებით ყოველდღიურ შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის. მიუხედავად ამისა, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ზედმიწევნად მნიშვნელოვანია შევასრულოთ ყველა შეზღუდვა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ შეზღუდვების მოხსნის რისკი თვეობით გადავადდეს.
საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების ინიციატივით პარლამენტს მიმართოს.
