ახალი ამბები

გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მარი ბროსეს კვარცხლბეკზე – მერიის განმარტება

29 სექტემბერი, 2015 • • 2670
გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მარი ბროსეს კვარცხლბეკზე – მერიის განმარტება

როგორც მერიაში განგვიმარტეს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი ლორთქიფანიძის ბიუსტი მისივე ოჯახის თხოვნით დაიდგა. 

 

მერიის განმარტებითვე, აღნიშნული ინიციატივის განხორციელებამდე მერია მარი ბროსეს შთამომავალს, დავით ხოშტარიას დაუკავშირდა. შესაბამისად, როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ამჟამად მზადდება მარი ბროსეს ახალი კვარცხლბეკი და ბიუსტი, რომელიც თბილისში, დედა-ენის ბაღში დაიდგმება.

 

მერიის ცნობითვე, მარი ბროსეს ბიუსტი წლების წინ ლორქიფანიძის სკვერში არსებული კვარცხლბეკიდან მოიპარეს. 

 

“ეს ბიუსტი იყო ჯუნა მიქატაძის. როგორ აღმოჩნდა, მის ოჯახში ამ ბიუსტის ყალიბი ინახება. შესაბამისად, მარი ბროსეს ზუსტად ისეთივე ბიუსტი დამზადდება”, – აცხადებენ მერიაში.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი