ახალი ამბები

ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა

28 სექტემბერი, 2015 •
ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა გაეროში ლატვიელ კოლეგასთან, რაიმონდს ვეიონისთან გამართა.

 

პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის თავმჯდომარეობისას საქართველოს მიმართ გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესს და საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას.

 

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რომელმაც თავის მხრივ  თანხმობა განახცადა და მიწვევა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ვეიონისთან გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგასთან რაიმონდს ვეიონისთან გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი